სხვა

14:05 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიჩბოსნობა: ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატზე III ადგილზე გავიდა

21 წლის მცხეთელი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე უნგრეთში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე მესამე ადგილზე გავიდა!

ნადირაძე პირველი ქართველი ნოჩბოსანია კახაბერ ლომიშვილის შემდეგ, რომელმაც დიდ საერთაშორისო ტურნირზე მედალი მოიპოვა. ლომიშვილი, რომელიც დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, 1985 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა 4-კაციანი კანოეთი.

ნადირაძე, რომელიც ნიკოლოზ გირდას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, გაისად ბაქოში, ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზებს. მან თამაშების ლიცენზია ცოტა ხნის წინ, კანოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.

საკვალიფიკაციო ეტაპი ზაზამ 39,555 წამში დაფარა, ნახევარფინალში უკეთესი დრო აჩვენა – 39,001, ფინალში კი მხოლოდ ლიტველ ჰენრიკას ზუსტაუტასს და რუს ანდრეი კრაიტორს ჩამორჩა – 40,567.

უნგრეთის ქალაქ შეგედში მსოფლიო ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორისაც გაიმართა. ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრზე ბადრი ყაველაშვილმა ფინალში გააღწია, იქ კი დისტანცია 36,614 წამში დაფარა, რაც მხოლოდ მე-7 შედეგი იყო.

6-10 აგვისტოს ქართველი ნიჩბოსნები უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

კანოე – 200 მ

ზაზა ნადირაძე – III ადგილი

საკვალიფიკაციო ეტაპი – 39,555

1/2 ფინალი – 39,001

ფინალი – 40,567

კაიაკი – 200 მ

ბადრი ყაველაშვილი – VII ადგილი

საკვალიფიკაციო ეტაპი – 35,790

1/2 ფინალი – 36,150

ფინალი – 36,614

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116262