ფეხბურთი

16:55 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნერგაძის დებიუტი გადაიდო

 

გიორგი ნერგაძის სამხრეთაფრიკულ “ბიდვესტ ვიტსში” დებიუტი გადაიდო. ინტერნეტპორტალ soccerladuma.co.za-ს ინფორმაციით, MTN8-ის თასის 1/4-ფინალში, რომელიც “ვიტსმა” პენალტების სერიით მოიგო, ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია. ამის მიზეზი ისაა, რომ 31 წლის ფეხბურთელს სამხრეთ აფრიკაში სამუშაო ვიზა ჯერ არ მიუღია.

ნერგაძე 2010-2014 წლებში სამხრეთაფრიკულ “მოროკა სვალოუვსში” გამოდიოდა, სადაც თბილისის “დინამოდან” გადავიდა. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, მან “ბიდვესტ ვიტსს” მიაშურა, რომელმაც განვლილ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა.

0.114521