ფეხბურთი

20:42 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნერგაძემ პრეტორიაში ქულა აიღო

სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო უამღლესი ლიგის მე-19 ტურში, “მოროკა სვოლოუვსმა”, რომელშიც გიორგი ნერგაძე გამოდის, სტუმრად “პრეტორიასთან” 1:1 ითამაშა.
ქართველი ნახევარმცველი “მოროკას” სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ნერგაძის გუნდს 19 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზე იმყოფება.
ვლადიკავკაზის “ალანიამ”, რომელშიც გიორგი ჭანტურია და მამუკა კობახიძე თამაშობენ, თურქულ შეკრებაზე უნგრეთის “პაკშთან” 0:0 ითამაშა.
ჭანტურია მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო კობახიძეს სპარინგში მონაწილეობა არ მიუღია.
ლუცკის “ვოლინი”, რომელშიც “გაგრას” ყოფილი თავდამსხმელი, ქართული პასპორტის მქონე ნიგერიელი ოვონიკოკო ირჯება, ყაზახეთის “ტარაზს” დაუზავდა – 0:0. ოვონიკოკომ მეორე ტაიმი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114402