სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურში, “მოროკა სვალოუვსმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ნერგაძე იცავს, სტუმრად “პლატინიუმ სტარზს” 1:0 მოუგო.
22-ე ტურის მსგავსად, ქართველი ფეხბურთელი “მოროკას” სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამჯერად მოხვდა. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ თუ მაშინ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე დაჰყო, “პლატინიუმ სტარზთან” მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა. არადა, ნერგაძე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლება და აქამდე, როდესაც ჯანმრთელად იყო, საწყის თერთმეტეულში თამაშის პრობლემა არ ჰქონია.