ფეხბურთი

13:52 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი - ბრაზილიის ახალი კაპიტანი

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ, კაპიტნის სამკლაური ოფიციალურად გადააბარა კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ ნეიმარს. აღნიშნული ინფორმაცია, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ნეიმარს მოსწონს პასუხისმგებლობა და აღნიშნული სიახლით ძალიან ბედნიერია. მას მოსწონს გამოწვევა და გამარჯვება - ზუსტად ეს ორი კომპონენტი უნდა ჰქონდეს კაპიტანს. ნეიმარის კაპიტნობა არ ნიშნავს, რომ იგი ერთპიროვნული ლიდერი იქნება. ჩვენ გუნდს სჭირდება ლიდერის თვისებების მქონე რამდენიმე ფეხბურთელი." _ განაცხადა "სელესაოს" დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, პსჟ-ს მცველი ტიაგო სილვა გახლდათ.

გიორგი ბალახაძე

0.13902