ახალგაზრდა ქართველმა მოჭადრაკე ნაზი პაიკიძემ (2376) რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე მიხეილ ჩიგორინის სახელობის მემორიალზე პირველი მარცხი განიცადა.
თეთრი ფიგურებით მოთამაშე პაიკიძე ყაზახ რინატ ჯუმაბაიევთან (2547) დამარცხდა და ექვსი ტურის თავზე 3.5 ქულით, 275 მონაწილეს შორის, 78-ე ადგილამდე დაქვეითდა.
მე-7 ტურში ნაზის მეტოქე უკრაინელი ვალერი ნევეროვი (2519) იქნება. ტურნირი, რომელიც ამავდროულად რუსეთის თასის გათამაშების ეტაპიცაა, 9 ტურად მიმდინარეობს.
მემორიალის ლიდერი ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელით მოთამაშე ივან სოკოლოვია (2641), რომელსაც ექვსივე გასული პარტია მოგებული აქვს.







