ფეხბურთი

17:58 | 12.01.2014 | ნანახია 846 - ჯერ

“ნაპოლი” მ’ვილას ტრანსფერზე ვერ შეუთანხმდა

იტალიური “ნაპოლის” წინადადებამ ფრანგ ნახევარმცველ იან მ’ვილას ტრანსფერთან დაკავშირებით ყაზანის “რუბინის” ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ნეაპოლელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური ნახევარმცველის შეძენას გეგმავენ, მაგრამ ჯერჯერობით მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება.

“ნაპოლი” თავდაპირველად რაჯა ნაინგოლანის შეძენას ცდილობდა, რომელიც საბოლოოდ “რომაში” გადავიდა, მაქსიმ გონალონი კი, “ლიონმა” არ გაუშვა. გუნდის მომდევნო სამიზნე იან მ’ვილა გახდა, რომელიც “რუბინის” ღირსებას იცავს.

იტალიელები მზად იყვნენ, რომ 23 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით წაეყვანათ და 2 მილიონი ევრო გადაეხადათ, ზაფხულში კი, მ’ვილას შეძენის შემთხვევაში რუსულ კლუბს კიდევ 10 მილიონ ევროს ჩაურიცხავდნენ. ასეთმა ფინანსურმა პირობებმა ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირაში განახლდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:41 | 12.01.2014
majlajuna (1024)

ნაპოლი მილანს ემსგავსება თანდათან ინტერესდება ვიღაცით და ვეღარ ყიდულობს

20:27 | 12.01.2014
arsenal-14 (2185)

ნიუკასლი როგორ დაჩაგრეს სუძია პიდ.ა.არ.ასტ

18:08 | 12.01.2014
gabriel batistuta (1834)

ცენტრს რო ეძებენ ესე გაშმაგებული ძაან კაი გონალონი რომ ეყიდათ ძაან მაგრად მოერგებდოა ნაპოლის ; ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066669
სარეკლამო ადგილი - 99
X x X