საქართველოსა და აზერბაიჯანის საჭადრაკო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის ბოლო მატჩში მასპინძლებმა ნანატრი გამარჯვება იზეიმეს. ქართველმა მოჭადრაკეებმა მეტოქეს 3:2 სძლიეს და საბოლოო ანგარიშის შელამაზება მოახერხეს – 10.5:14.5.
დასკვნით დღეს 4 პარტია ყაიმით დასრულდა, გადამწყვეტი ქულა კი გუნდს აქამდე წარუმატებლად მოასპარეზე კოკა შანავამ (2589) მოუტანა, რომელმაც თეთრი ფიგურებით ვასიფ დურარბეილი (2579) დაამარცხა.
საქართველო – აზერბაიჯანი 10.5:14.5
მე-5 ტური – 3:2
ლევან ფანცულაია (2581) – ელტაჟ საფარლი (2620) 0.5:0.5
რაუფ მამედოვი (2628) – მერაბ გაგუნაშვილი (2570) 0.5:0.5
კონსტანტინე შანავა (2589) – ვასიფ დურალბეილი (2579) 1:0
გადირ ჰუსეინოვი (2609) – ბაადურ ჯობავა (2721) 0.5:0.5
მიხეილ მჭედლიშვილი (2656) – შაჰრიარ მამედიაროვი (2726) 0.5:0.5
საერთო ტექნიკური შედეგები
1. შაჰრიარ მამედიაროვი (2726) – 4 ქულა
2. რაუფ მამედოვი (2628) – 3.5 ქულა
3. ვასიფ დურალბეილი (2579) – 2 ქულა
4. ლევან ფანცულაია (2581) – 2.5 ქულა
5.გადირ ჰუსეინოვი (2609) – 2.5 ქულა
6. ელტაჟ საფარლი (2620) – 2.5 ქულა
7. მერაბ გაგუნაშვილი (2570) – 2.5 ქულა
8. მიხეილ მჭედლიშვილი (2656) – 2 ქულა
9. ბაადურ ჯობავა (2721) – 1.5 ქულა
10. კონსტანტინე შანავა (2589) – 2 ქულა







