ძიუდო

16:13 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნაგლიაშვილსა და ჯავახიშვილს ოქროს თითო მოგება აშორებთ

დღეს ბუქარესტში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საღამოს, კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ. რუმინულ ტატამზე საქართველოს ნაკრების წევრებიც გავიდნენ და ვაჟთა გუნდის სამმა წარმომადგენელმა ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლებაც მოიპოვა.

თორნიკე ნაგლიაშვილსა (55 კგ) და ივანე ჯავახიშვილს (60 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. ლერი ჭელიძე (60 კგ) კი რეპეშაჟის ფინალშია.

ნაგლიაშვილი გადამწყვეტ ბრძოლაში იტალიელ ანგელო პანტანოს დაუპირისპირდება. სწორედ პანტანომ სძლია ნახევარფინალში ჭელიძეს. ჯავახიშვილის მეტოქე ესპანელი ფრანცისკო გარიგოს როსა იქნება. ლერი ჭელიძე კი ბრინჯაოსთვის ფრანგ კამალ ფიკრის შეხვდება.

დღესვე ევროპირველობაზე გიორგი გუგულაშვილმა (66 კგ), კობა მჭედლიშვილმა (73 კგ), ოლგა ალადოშვილმა (44 კგ), მზია ბებოშვილმა, მარი მახარაშვილმა (ორივე 52 კგ), სალომე აბაშიძემ და მარიამ ციხელაშვილმაც (ორივე 57 კგ) იჭიდავეს, მაგრამ მეოთხედფინალამდე წააგეს და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგეს.

ფინალური პროგრამა თბილისის დროით 17:30 საათიდან დაიწყება.

 ვასილ მშვილდაძე

0.115239