თამაშგარე

9:52 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნაგატომო “ევროპიზაციის” გზაზე

იაპონელები მთელ მსოფლიოში ცნობილნი არიან საკუთარი ტრადიციების ერთგულებითა და გამორჩეული კულინარიული დამოკიდებულებებით. იშვიათად ნახავთ იაპონელს, რომელსაც იაპონურ სამზარეულოს ევროპული და ზოგადად სხვა ქვეყნების კერძები ურჩევნია.

ამ მხრივ იაპონელთაგან უდავოდ გამორჩეული კაცი ჩანს მილანის “ინტერის” იაპონელი ფეხბურთელი იუტო ნაგატომო, რომელმაც ამასწინათ ერთ-ერთ იტალიურ ტელეშოუში განაცხადა, რომ იაპონურ კერძებს ევროპული სამზარეულო ურჩევნია და იაპონური კერძები მისთვის ძალიან ერთფეროვანია.

რა თქმა უნდა, დაზუსტებით ძნელია იმის ვარაუდი, თუ როგორი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს “ამომავალი მზის ქვეყანაში” ნაგატომოს ამ განცხადებას. ყველაფერ იაპონურის მოყვარული იაპონელებისთვის ნაგატომო შეიძლება კრილოვისეული “თაგუნაც” იყოს, რომელსაც “ღამურობა” მოუნდა... 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159528