ჩოგბურთი

13:11 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: "ვყვიროდი, როდესაც ფედერერმა "როლან გაროსი" მოიგო"

 

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალშია. მალიორკელი დიდი სლემის ფინალებში მეოცედ ითამაშებს და როგორც მოგეხსენებათ, მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

ფრანგულ L'Equipe.fr - სთან საუბრისას ესპანელმა ჩოგბურთელმა 2009 წლის ფინალურ მატჩი გაიხსენა.

"როდესაც ფედერერმა გაიმარჯვა "როლან გაროსზე" ვყვიროდი. იმ დღეს ემოციურად ვიყავი განწყობილი. დიდი ხნის განმავლობაში როჯერს საფრანგეთის ღია ჩემპიონატი მოგებული არ ჰქონდა და გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა. რა თქმა უნდა, იგი ოთხივე დიდი სლემის მოგებას იმსახურებდა." _ განაცხადა ნადალმა. 

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს "როლან გაროსის" მერვედფინალში რობინ სოდერლინგმა მალიორკელი 6:2, 6:7, 6:4, 7:6 დაამარცხა. თავად შვედმა ფინალში გააღწია, იქ კი როჯერ ფედერერთან ვერაფერი გააწყო და უშანსოდ დამარცხდა - 1:6, 6:7, 4:6.

 

გიორგი ბალახაძე

0.117112