ფეხბურთი

12:35 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნაჩომ "რეალთან" გაახანგრძლივა

ესპანელმა ფეხბურთელმა ნაჩო ფერნანდესმა მადრიდის "რეალთან" ახალ, 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

24 წლის მცველს "სამეფო კლუბთან” ხელშეკრულების ვადა 2017 წელს გასდიოდა. ნაჩო მადრიდულ გრანდის მეორე გუნდიდან გასული სეზონის სტარტამდე გადმოიყვანეს და პრიმერა დივიზიონში სულ 12 შეხვედრა ჩაატარა. სეზონის ბოლოს კი, 24 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

 

გიორგი ბალახაძე 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115742