ფეხბურთი

0:18 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელი ყაზაიშვილს ბოლომდე ენდო

არნემის "ვიტესმა" ამხანაგურ მატჩში 1:0 სძლია ლიეჟის "სტანდარდს". შეუცვლელად ითამაშეს გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა. გიორგი ჭანტურია მიდორზე არ შემოსულა. ორივე ქართველი კარგად გაისარჯა. სასიამოვნოა, რომ მწვრთნელი ყაზაიშვილს ბოლომდე ენდო, თანაც, ეს "ვიტესი"'პირველი ამხანაგური მატჩი იყო სერიოზულ მეტოქესთან. არნემელთაგან გოლი რეისმა მიითვალა.

კაშიას რაც შეეხება, ჯერჯერობით, უცნობია, გადავა თუ არა "ანდერლეხტში". ისე კი, ინტერესი ბელგიური კლუბის მხრიდან დიდია და არაა გამორიცხული, ტრანსფერი მალე შედგეს.

ლევან ყენიას "ფორტუნამ" კი ამხანაგურში "მონაკოს" სძლია - 3:2. ლევანს მცირე ტრავმა ჰქონდა და რამდენიმე დღის წინ თავად უთხრა "მსოფლიო სპორტს", დიდი ალბათობით, ვერ ვითამაშებო, თუმცა ბოლო 13 წუთი დაჰყო მინდორზე. აქვე ვთქვათ, რომ მონაკოელთაგან გოლები როდრიგესმა და ფალკაომ გაიტანეს.

0.11581