ჭადრაკი

23:48 | 29.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

მშვიდობიანი ტური

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე “მაია ჩიბურდანიძის თასი - 2010“-ზე მე-5 ტურის პარტიები გათამაშდა. “თბილისის მერიის თასზე” უფერულად გამოსვლის შემდეგ, შესანიშნავად ათამაშდა სლოვენიის სახელით მოასპარზე უკრაინელი საერთაშორისო დიდოსტატი, 2529 ქულით მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეულის წევრი ანა მუზიჩუკი, რომელმაც ზედიზედ მე-5 პარტია მოიგო და II-III ადგილებზე მყოფ ნინო ხურციძესა და ნინო ბაციაშვილს ერთი ქულით უსწრებს.
3,5-3,5 ქულით IV-XVI ადგილებს ნარგიზ უმუდოვა, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სოფო გურამიშვილი, ინგა ჭარხალაშვილი, გულნარ მამადოვა, მირანდა მიქაძე, მაკა ფურცელაძე, სოფო ტყეშელაშვილი, სოფო ნიკოლაძე, სოფიკო ტერელაძე, ინგა ხურცილავა და ზეინაბ მამადიაროვა ინაწილებენ.
აღსანიშნავია, რომ მუდამ მოსაგებად შემართული მანდილოსნების უმეტესობამ, ამჯერად, აგრესიულ თამაშს თავი არიდა და მშვიდობიანი გაყრა არჩია.
ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ანა მუზიჩუკმა, მე-5 გამარჯვება აზერბაიჯანელ ნარგიზ უმუდოვასთან შეხვედრაში მოიპოვა. ნინო ხურციძემ მერი არაბიძეს მოუგო, ხოლო ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი ყაიმზე შეთანხმდნენ.
მე-6 ტურში დიდ ინტერესს იწვევს I-II დაფებზე მოასპარეზე მუზიჩუკი - ხურციძის, ასევე, ჯავახიშვილი - ბაციაშვილის შეხვედრები.
გთავაზობთ მე-5 ტურის ტექნიკურ შედეგებს ლიდერთა მონაწილეობით: ნარგიზ უმუდოვა (3,5) - ანა მუზიჩუკი (4) 0:1; ნინო ბაციაშვილი (3,5) - ბელა ხოტენაშვილი (3), 0,5:0,5; ლელა ჯავახიშვილი (3) - სოფო გურამიშვილი (3) 0,5:0,5; მერი არაბიძე (3) – ნინო ხურციძე (3) 0:1; ინგა ჭარხალაშვილი (3) – გულნარ მამადოვა (3) 0,5:0,5; სოფო ტყეშელაშვილი (3) – მირანდა მიქაძე (3) 0,5:0,5; მაკა ფურცელაძე (3) – სოფო ნიკოლაძე (3) 0,5:0,5; ინგა ხურცილავა (3) – სოფო გვეტაძე (2,5) 0,5:0,5.
მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით:
მუზიჩუკი (5) – ხურციძე (4); ჯავახიშვილი (3,5) – ბაციაშვილი (4); ხოტენაშვილი (3,5) – ტყეშელაშვილი (3,5); მამედიაროვა (3,5) – ჭარხალაშვილი (3,5); მიქაძე (3,5) – ხურცილავა (3,5); ტერელაძე (3,5) _ ფურცელაძე (3,5); გურამიშვილი (3,5) – უმუდოვა (3,5); ნიკოლაძე (3,5) – მამადოვა (3,5).
30 მაისი დასვენების დღეა. მე-6 ტურის პარტიები 31-ში ჩატარდება.
როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170552