გასული წლის გაზაფხულზე მომხდარი ცნობილი ინციდენტის გამო, ბერლინის “ჰერტას” ქართველი ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი Reuters-მა მსაჯზე თავდამსხმელთა ხუთეულში შეიყვანა. აღნიშნულმა გამოცემამ მსაჯზე თავდასხმის 5 შემთხვევა გამოაქვეყნა, რომელთა შორის “ფორტუნასა” და “ჰერტას” მატჩში მომხდარი ფაქტიცაა.
მოგეხსენებათ, იმ მატჩის მთავარმა არბიტრმა ვოლფრანგ შტარკმა დაიჩივლა, კობიაშვილმა გასახდელში ძლიერად მითავაზაო. ამის გამო, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ქართველს წელიწადით აუკრძალა თამაში. მოგვიანებით, კობიაშვილს დისკვალიფიკაცია შეუმსუბუქდა და იანვრიდან ფეხბურთს დაუბრუნდა.
კობიაშვილის გარდა, Reuters-ის სიაში არიან: ალეხანდრო დომინგესი (“რივერ პლეიტი”, 2012 წ.), ლუიზაო (“ბენფიკა”, 2012 წ.), პაოლო დი კანიო (“შეფილდი”, 1998 წ.) და მაქსიმ ფიოდოროვი (“ხიმკი”, 2013 წ.).