ფეხბურთი

13:12 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს მეტოქედ “გალათასარაი” სურს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეტოქედ სტამბოლის “გალათასარაი” სურს.

შკყ შპორტს-თან საუბარში მან საკუთარი სურვილის მიზეზად თურქული გრანდის კოტდივუარელი ფორვარდი დიდიე დროგბა დაასახელა. 35 წლის თავდამსხმელი 2004-2012 წლებში სწორედ “არისტოკრატთა” ღირსებას იცავდა და მოურინიოს თქმით მას დროგბას “”სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნება უნდა.

“დიდიემ აქ იმაზე უკეთესი მიღება დაიმსახურა, ვიდრე მე. დიახ, “გალათასარაი” რთული, ძალიან რთული მეტოქეა, მაგრამ ძალიან მინდა ის აქ დაბრუნდეს და შეიგრძნოს ის, რაც მე შევიგრძენი” - თქვა მოურინიომ.

“ჩელსიმ” ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში “სტიაუა” 1:0 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. უკვე ცნობილია იმ სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა, რომლებიც ლონდონელებს შეხვდებიან, მაგრამ მოურინიო ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაზე არ ფიქრობს.

“არის ვარიანტები იმისა, რომ კენჭისყრამ რუსეთის ჩემპიონი (“ზენიტი”), გერმანული “ლევერკუზენი”, ან თურქეთის ჩემპიონი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგა უნდა დავივიწყოთ. ის მხოლოდ თებერვალ-მარტში განახლდება, ამ ეტაპზე კი, გუნდის მდგომარეობა უნდა გავაუმჯობესოთ და შედეგი ვაჩვენოთ ინგლისურ შეჯიბრებებში” - დაამატა მოურინიომ, რომლის გუნდის სავარაუდო მეტოქეთა შორის “მილანი” და ბერძნული “ოლიმპიაკოსიც” არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115754