ფეხბურთი

13:38 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო კოულის შენარჩუნებას გეგმავს

როგორც ჩანს, ლონდონის “ჩელსის” მცველი ეშლი კოული, რომელსაც შეთავაზება ამერიკული კლუბისგან აქვს, ისევ “არისტოკრატების” შემადგენლობაში დარჩება.

33 წლის ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. MLS-ში მას ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი ეპატიჟება, თუმცა, “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ კოული მათთან დარჩება.

“დიახ, კოულის მომავალს “ჩელსიში” ვხედავ. შესაძლოა, ანრის და “ნიუ-იორკ რედ ბულსს” მისთვის საინტერესო წინადადება აქვს, მაგრამ პირადად მე მსურს, რომ ის ჩვენთან დარჩეს” - განაცხადა მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111107