ფეხბურთი

11:31 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო დროგბაზე ფიქრობს

კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების და "გალათასარაის" ყოფილი ფეხბურთელი დიდიე დროგბა, შესაძლოა, ლონდონის "ჩელსის" დაუბრუნდეს. "არისტოკრატთა" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბი დროგბას ვარიანტს განიხილავს.

"ჩვენ გვინდა მოვიგოთ მატჩები, ტიტულები და დროგბა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ყველამ ვიცით, მას პრემიერლიგასთან ადაბტირება არ გაუჭირდება და დროგბას შესახებ ვფიქრობთ. მას იმიტომ კი არ დავიმატებთ, რომ "ჩელსის" ისტორიაში მნიშვნელოვანი გოლები გაუტანია ან ჩემი ასისტენტი შეიძლება იყოს. დროგბას დამატება გუნდს უფრო ძლიერს გახდის და გადაწყვეტილებასაც კოტდივუარელის შესახებ მალე მივიღებთ." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიომ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბი სატრანსფერო მუშაობას უკვე მორჩა, თუმცა ცდუნება დროგბას დამატებისა მაინც არსებობს. პორტუგალიელს სხვადასხვა კლუბში მუშაობის პერიოდში, საკვანძო ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს. გასულ სეზონში, ლონდონში დაბრუნებულმა "მოუმ" კლუბი სამუელ ეტოოთი გააძლიერა. დიდია ალბათობა, 36 წლის ვეტერანი თავდამსხმელიც მომდევნო სეზონში კვლავ "ჩელსის" მაისურით ვიხილოთ.

 

გიორგი ბალახაძე

0.119634