ჭადრაკი

0:32 | 20.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

მორჩიაშვილი დაწინაურდა

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშებაში 5 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად დაწინაურდა ბაჩანა მორჩიაშვილი, რომელმაც თავი 4.5 ქულას მოუყარა. მას 0.5 ქულით ექვსი მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რომელშიც შოთა აზალაძე, ლევან ფანცულაია, ნინო ხურციძე, ლუკა პაიჭაძე, ივერი ჭიღლაძე და ალექსანდრე ყაშაშვილი არიან გაერთიანებულნი.
მე-6 ტურში მორჩიაშვილი აზალაძეს ეთამაშება, ფანცულაია – ხურციძეს, პაიჭაძე – ჩიღლაძეს, ხოლო ყაშაშვილი – გიგა ყუფარაძეს. საქართველოს თასის გათამაშება IX ტურად მიმდინარეობს, დასკვნითი პარტიები კი 22 ოქტომბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097134