ფეხბურთი

22:29 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მონტენეგროში კვლავ ვუჩინიჩი გამოარჩიეს

ტურინის “იუვენტუსის” მონტენეგროელი თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი საკუთარ ქვეყანაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მას ეს პატივი წილად ბოლო 8 წლის განმავლობაში მეშვიდედ ხვდა.

აღიარების შემდეგ, 30 წლის ფეხბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა: “ამ ჯილდოს მიღებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, მომდევნო წელს ნაკლებ ტრავმას მივიღებ.”

ვუჩინიჩის შემდეგ მე-2 ადგილი სტევან იოვეტიჩმა დაიკავა, რომელმაც წლის პირველი ნახევარი “ფიორენტინაში” გაატარა, ხოლო მეორე – “სიტიში”.

0.111709