“მონაკოს” ხელმძღვანელები “მილანის” ორი ფეხბურთელის – განელ ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგისა და იტალიის ნაკრების თავდამსხმელ სტეფან ელ შაარავის ხელში ჩასაგდებად ამუშავდნენ. ერთ-ერთი ევროპული გამოცემის ინფორმაციით, ამ ტრანსფერების განსახორციელებლად ფრანგებს 60 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული და უკვე აქტიურ მოლაპარაკებას მართავენ “როსონერის” ვიცეპრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან.
შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე “მონაკომ” ერთი “წყვილი ტრანსფერი” უკვე განახორციელა – “პორტუდან” ხამეს როდრიგესი და ჟუან მოუტინიუ გადაიყვანა.