ფეხბურთი

16:54 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკო" ევრას ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს

 

ფრანგული "მონაკო" ”მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, პატრის ევრას დაბრუნებას ცდილობს და ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

თავად ფეხბურთელს ინგლისის დატოვება ჯერ ვერ გადაუწყვეტია. "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა ლუი ვან გაალს ელოდება და აინტერესებს 32 წლის ფეხბურთელი შევა თუ არა  ჰოლანდიელი სპეციალისტის გეგმებში.

პატრის ევრას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და ტრანსფერის შემთხვევაში "მონაკო" მას უსასყიდლოდ ჩაიგდებს ხელში. 

შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბი 2006 წელს ევრას 8 მილიონ ევროდ შეელია. 32 წლის მცველი ინგლისურ კლუბში მეცხრე სეზონს ატარებს და პრემიერლიგა ხუთჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.

გიორგი ბალახაძე

0.116274