ფეხბურთი

12:24 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” ეშლი კოულს კვირაში 120 000 გირვანქას ჰპირდება

 

როგორც უკვე ცნობილია, "მონაკო" ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელით ეშლი კოულითაა დაინტერესებული. ფრანგული კლუბი ინგლისელს ორწლიან კონტრაქტს და კვირაში 120 000 გირვანქა სტერლინგს ჰპირდება.

ეშლი კოულს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს ეწურება და დიდი ალბათობით კლუბიდან აბარგებას აპირებს. ინგლისელმა მცველმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა.

ეშლი კოულით აგრეთვე დაინტერესებულია “მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და მადრიდის "რეალი", თუმცა "მონაკო" ფეხბურთელს სარფიან გარიგებას სთავაზობს და შეიძლება ინგლისელი მომავალ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.

 

გიორგი ბალახაძე

თეგებიეშლი კოული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116388