სხვა

0:48 | 22.07.2014 | ნანახია 2204 - ჯერ

მომდევნო მეტოქე საფრანგეთია

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი წააგო და ბრძოლას მეშვიდე-მეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებს, პირველ მეტოქედ კი საფრანგეთი ეყოლება.

ტურნირის ფორმატის მიხედვით ჯგუფებში მეხუთე-მეექვსე პოზიციებზე გასული გუნდები ჯვარედინი პრინციპით წყვილდებოდნენ. შედეგად, ქართველ წყალბურთელებს მოწინააღმდეგედ B ჯგუფში მე-5 საფეხურზე გასული საფრანგეთი ერგოთ.

ფრანგები ევროპირველობაზე ქართველთა დარად, ხანგრძლივი შესარჩევი ბატალიების კვალად მოხვდნენ და გერმანიასთან უშუალო დაპირისპირებაში ფავორიტებად არ მოიაზრებოდნენ, თუმცა, მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და 8:7 სძლიეს.

ამგვარად, 23 ივლისს საქართველო საფრანგეთს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, ძალებს რუმინეთთან მოსინჯავს, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე 6:11 დამარცხდა. თავის მხრივ, გერმანელები რუსეთს გაეჯიბრებიან და თუკი იმარჯვეს, ძალებს ესპანეთთან მოსინჯავენ.

ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება, ამდენად, თუკი ქართველი წყალბურთელბი საფრანგეთთან დამარცხდნენ, მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებისთვის რუსეთს და გერმანიას შორის დაჩაგრულს შეხვდებიან. ეს, დიდი ალბათობით, რუსეთი იქნება, ამდენად, ქართველებს ჯგუფურ ეტაპზე განცდილი დრამატული მარცხისთვის რევანშის აღების შანსი მიეცემათ.

ცნობისთვის, ჩემპიონატის მოწინავე რვა ნაკრები მომავალ ევროპის პირველობაზე თამაშის უფლებას ავტომატურად მიიღებს. ისიც გადაწყვეტილია, რომ 2016 წელს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილ ტურნირში 12-ის ნაცვლად 16 ნაკრები ითამაშებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:48 | 22.07.2014
braziliano84 (1301)

მონტენეგროსთან აშკარად არ ითამაშეს ბიჭებმა მთელი ძალებით და იმედია საფრანგეთთან მოახერხებენ გამარჯვებას...

12:12 | 22.07.2014
BEERTRANCE (97819)

ვამართლებ, მაინც წააგებდნენ და ჯობდა ძალების დაზოგვა. იმედია ფრანგების დამარცხებას მაოხერხებენ

09:33 | 22.07.2014
BEERTRANCE (97819)

მონტენეგროსთან თამაში არ მინახავს, მაგრამ იმედი მაქვს რომ იქ ძალები დაზოგეს ამ მატჩისთვის.

09:32 | 22.07.2014
BEERTRANCE (97819)

ავტორ, ეგრევე წაგებულად რატო აცხადებ ფრანგებთან მატჩს.

08:29 | 22.07.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

საფრანგეთან საინტერესოა!

09:33 | 22.07.2014
BEERTRANCE (97819)

კი, მაგენიც საკვალიფიკაციოში თამაშობდნენ და მაინტერესებს როგორ ვითამაშებთ მათთან.

01:54 | 22.07.2014
araza-1918 (6330)

საფრანგეთს და რუმინეთს თუ მოუგეთ მეშვიდეჩე გავდივართ

0.060074