“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი რობინ ვან პერსის ტრავმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელის დაზიანება სერიოზული არაა. შეგახსენებთ, რომ საზარდულის ტრავმის გამო, ვან პერსიმ “სიტისთან” გამართული შეხვედრა (1:4) გამოტოვა.
“ვან პერსის პრობლემები კვირის შუაში აღმოაჩნდა. იმედი გვქონდა, რომ ის დღეს თამაშს მოახერხებდა, მაგრამ ეს არ მოხდა.
შემიძლია გითხრათ, რომ რობინის ტრავმა სერიოზული არაა. მის მკურნალობას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. იმედი მაქვს, ვან პერსი “ლივერპულის” წინააღმდეგ ითამაშებს.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს Sky Sports-ი.
“მანჩესტერი” და “ლივერპული” ერთმანეთს ინგლისის ლიგის თასზე, ოთხშაბათს დაუპირისპირდებიან.