ფეხბურთი

14:19 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “ფლეტჩერი წინ მიიწევს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ჯერ არ იცის, როდის დაუბრუნდება ძირითად შემადგენლობას ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი. სპეციალისტის განცხადებით, შოტლანდიელი ფეხბურთელი ფორმის აღსადგენად სათადარიგო შემადგენლობაში ითამაშებს.

“ამ ეტაპზე ფლეტჩერი დასაბრუნებლად მზად არაა. ვფიქრობ, მას დრო სჭირდება. სასურველ ფორმაში ჩასადგომად სათადარიგო შემადგენლობასთან ერთად ითამაშებს. სასიამოვნოა, რომ იგი ნელ-ნელა წინ მიიწევს. ექიმებიც ამბობენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ იმაზე საუბარი, თუ როდის გამოჩნდება დარენი სასტარტო განაცხადში, ჯერ ძალიან მიჭირს” – ციტირებს მოიესის სიტყვებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ გვერდი.

შეგახსენებთ, დარენ ფლეტჩერს უმძიმესი ტრავმის გამო ბოლო ორი სეზონი გაუცდა. ვარჯიში მან ერთი თვის წინ განაახლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115295