საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 2009 წლის შედეგები შეაჯამა და უკვე დასრულელებულ სეზონში თავგამოჩენილთა ნუსხა გამოაქვეყნა. წლის განმავლობაში ქართველმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიადებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე, ჯამში 73 მედლის მოპოვება მოახერხეს.
ქართველი მოჭადრაკეების 2009 წლის მონაგარი
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ოლიმპიადები
18 მედალი: 3 ოქრო, 8 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.
საერთაშორისო ტურნირები
55 მედალი: 24 ოქრო, 21 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.
სულ: 73 მედალი
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ოლიმპიადები
ევროპის ჩემპიონატი ვაჟთა შორის: ბრინჯაო – ბაადურ ჯობავა
მსოფლიოს ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებს შორის: ოქრო (ანა კუჭავა 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის), ბრინჯაო (ნოდარ ლორთქიფანიძე – 15 წლამდე ვაჟებში)
ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი: 2 ვერცხლი (ქეთი წაწალაშვილი, მერი არაბიძე), ბრინჯაო (დავით ბენიძე)
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა 16 წლამდე ჭაბუკთა შორის: ბრინჯაო (ზურაბ ჯავახაძე – I დაფა)
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის: ვერცხლი (მაია ჩიბურდანიძე), ბრინჯაო (ნანა ძაგნიძე)
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ქალთა შორის: ბრინჯაო
ევროპის გუნდური ჩემპიონატი: ვერცხლი, ოქრო (ჯავახიშვილი – II დაფა), 2 ვერცხლი (ხუხაშვილი – III დაფა, ხოტენაშვილი – სათადარიგო დაფა)
მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორთა შორის: ოქრო (ნონა გაფრინდაშვილი)
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: 2 ვერცხლი (ქეთი წაწალაშვილი – 18 წლამდე, მერი არაბიძე – 16 წლამდე), ბრინჯაო (ნაზი პაიკიძე – 16 წლამდე)
საერთაშორისო ტურნირები
8th Gibtelecom Chess Festival 2009 – ჰიბრალტარი, იანვარი
ნანა ძაგნიძე – 1-ლი ადგილი ქალთა შორის
Gyumri-2009 International Chess Tournament, 22-31 მაისი, სომხეთი
თამაზ გელაშვილი – მე-2 ადგილი
Open Internacional Memorial de Pedro Lezcano Montalvo, ესპანეთი
ანა მათნაძე – 1-ლი ადგილი აბსოლუტურ ჩათვლაში
2009 İZZET BAYSAL SATRANÇ TURNUVASI GENEL თურქეთი, ბოლუ
მახო სულაშვილი მე-2 ადგილი
ჰალკიდიკი, საბერძნეთი
გიორგი ბაღათუროვი – 1-ლი ადგილი
მაია ჩიბურდანიძის თასი
1. ბელა ხოტენაშვილი
2. ლელა ჯავახიშვილი
თბილისის მერიის თასი
1. ბაადურ ჯობავა
2. მერაბ გაგუნაშვილი
3. მიხეილ მჭედლიშვილი
1. ნანა ძაგნიძე
2. ლელა ჯავახიშვილი
3. სოფიკო გურამიშვილი
The Marshall Chess Foundation New York International 19-23, ივნისი, აშშ
გიორგი ყაჭეიშვილი – მე-3 ადგილი
open Internacional de Poble Nou, ესპანეთი
ანა მათნაძე – 1-ლი ადგილი ქალთა შორის
საბერძნეთის საკლუბო ჩემპიონატი, ივლისი 2009
ზურაბ აზმაიფარაშვილი 1-ლი ადგილი 1-ელ დაფაზე
იკარია, საბერძნეთი, ივლისი
ინგა ხურცილავა – 1-ლი ადგილი ქალთა შორის
არტემიდას თასი, ლეროსი, საბერძნეთი, ივლისი
მიხეილ მჭედლიშვილი – მე-2 ადგილი
თამაზ გელაშვილი – მე-3 ადგილი
კვებეკი, კანადა, აგვისტო
მერაბ გაგუნაშვილი – მე-2 ადგილი
პობლა ლა ლილიეტი, ესპანეთი, აგვისტო
ანა მათნაძე – 1-ლი ადგილი ქალთა შორის
სოფიკო გურამიშვილი – მე-2 ადგილი
ბარბერა, ესპანეთი, აგვისტო
ანა მათნაძე – 1-ლი ადგილი ქალთა შორის
Open Internacional de Sants, ბარსელონა, ესპანეთი
ანა მათნაძე – 1-ლი ადგ.ქალთა შორის
პარდუბიცე, ჩეხეთი
დავით არუთინიანი – 1-ლი ადგილი
სირკუეტა, კატალონია
ანა მათნაძე – 1-ლი ადგილი ქალთა შორის
კავალა, საბერძნეთი
სოფიკო ხუხაშვილი – მე-2 ადგილი
ნანა ძაგნიძე – მე-3 ადგილი
აკროპოლისი, საბერძნეთი აგვისტო
ნანა ძაგნიძე – მე-2 ადგილი ქალთა შორის
ვენა, ავსტრია, აგვისტო
დავით არუთინიანი – მე-2 ადგილი
Ramadan Open, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, აბუ-დაბი
1. მაია ჩიბურდანიძე
2. ნინო ხურციძე
3. ნინო გურიელი
17th International Chess Tournament “Honour to National Resistance”, საბერძნეთი
გიორგი ბაღათუროვი – მე-2 ადგილი
იზმირი, თურქეთი, აგვისტო
კოკა შანავა – 1-ლი ადგილი
თამარ წერეთელი – მე-2 ადგილი, 1-ლი ადგილი ქალთა შორის
ბელა ხოტენაშვილი – მე-2 ადგილი ქალთა შორის
მაკა ფურცელაძე – მე-3 ადგილი ქალთა შორის
დაკა, ბანგლადეში, აგვისტო
მიხეილ მჭედლიშვილი – მე-2 ადგილი
მერაგ გაგუნაშვილი – მე-3 ადგილი
ვერია, საბერძნეთი, სექტემბერი
გიორგი ბაღათუროვი – მე-2 ადგილი
სტამბული, თურქეთი, სექტემბერი
შოთა აზალაძე – მე-2 ადგილი
კოკა შანავა – მე-3 ადგილი
წერეთელი თამარ – 1-ლი ადგილი ქალთა შორის
ბელა ხოტენაშვილი – მე-2 ადგილი ქალთა შორის
დიაკოფტო, საბერძნეთი, სექტემბერი
ლევან აროშიძე – 1-ლი ადგილი
თამაზ გელაშვილი – მე-3 ადგილი
დუდელანჟი, ლუქსემბურგი, სექტემბერი
თორნიკე სანიკიძე – 1-ლი ადგილი
ტორონტო, კანადა, სექტემბერი
სალომე მელია – მე-2 ადგილი, 1-ლი ადგილი ქალთა შორის
კოლომბო, შრი-ლანკა, სექტემბერი
მიხეილ ჭედლიშვილი – 1-ლი ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანი, სექტემბერი
ბელა ხოტენაშვილი – 1-ლი ადგილი ქალთა შორის
მანილა, ფილიპინები, ოქტომბერი
მიხეილ მჭედლიშვილი – 1-ლი ადგილი
მილანი, იტალია , დეკემბერი
სალომე მელია – 1-ლი ადგილი ქალთა შორის







