თამაშგარე

10:42 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მკითხაობა” ჰოლანდიურად

სანამ ჩვენ იმაზე ვმსჯელობთ, ოდესმე გვეღირსება თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ხილვა, ნიდერლანდელმა მეცნიერებმა სხვადასხვა საშუალებებით დაადგინეს, რომ ჰოლანდიის ნაკრები ყატარში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

ასეთ დროს ყველას, რა თქმა უნდა, “მახათის გაყრასთან” დაკავშირებული ცნობილი ქართული გამოთქმა გაგვახსენდება, მაგრამ სჩანს, საქმე მთლად “მახათამდეც” არ უნდა იყოს მისული. ნიდერლანდელი მეცნიერები ამბობენ, რომ თავის დროზე სწორედ მათ დაადგინეს, ესპანეთის ნაკრები ზედიზედ სამჯერ რომ გახდებოდა დიდი ტურნირების გამარჯვებული.

ამ ინფორმაციამ ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ქომაგებს შეიძლება იმედები მართლაც ჩაუსახოს. მით უმეტეს, რომ მათ ჰყავთ გუნდი, რომლისგანაც დიდი წარმატებები ნამდვილად არ იქნება გასაკვირი. ქართველ ქომაგებს კი რისი იმედი გვაქვს - ეს ნამდვილად არავინ იცის...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086141