კალათბურთი

14:29 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ბერიშვილი და თეიმურაზ ბაბუნაშვილი ქორქია-საკანდელიძის მემორიალს გამოტოვებენ

ქვეყნის ექს-ჩემპიონ “არმიას” ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი (12.04.87, 203სმ) და უკანახაზელი თეიმურაზ ბაბუნაშვილი (07.02.90, 188სმ), ტრავმების გამო მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალის 2013 წლის გათამაშებას გამოტოვებენ, რომელიც 20-24 დეკემბერს კალათბურთის აკადემიის დარბაზში ჩატარდება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბერიშვილს წელი აწუხებს, ხოლო ბაბუნაშვილს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. აღნიშნული ტრავმების გამო, ბერიშვილმა საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ორი (“არმია” – “ქუთაისი-2010”, “არმია” – “სოხუმი”), ხოლო ბაბუნაშვილმა ერთი (“არმია” – “სოხუმი”) შეხვედრა გამოტოვა.


 

0.118966