სერბეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია გენუის “სამპდორიაში” მისი სავარაუდო დანიშვნის შესახებ.
მიხაილოვიჩის თქმით, ის სერბეთის საფეხბურთო კავშირთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას ელის. 44 წლის სპეციალისტს სერბეთის ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში უმთავრდება.
“კონტრაქტი მალე მიმთავრდება და გახანგრძლივების თაობაზე ქვეყნის საფეხბურთო კავშირისგან სიგნალს ველი. ვანხოთ, მომავალში რა იქნება” – იუწყება Sport Mediaset-ი.
ამჟამად, მიხაილოვიჩი სერბეთის ნაკრებს რუსეთთან ამხანაგური მატჩისთვის ამზადებს, რომელიც 15 ნოემბერს დუბაიში გაიმართება.