პოპულარული არაბი მომღერალი ქალი, მირიამ ფარისი 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორებს მიმართავს და საჯაროდ ითხოვს, რომ მუნდიალის მასპინძლობის ამბებში ჩართონ, რადგან მიაჩნია, რომ მისი პოპულარობა მუნდიალსაც წაადგება.
მიუხედავად იმისა, რომ ყატარის მსოფლიო თასამდე საკმაოდ დიდი დროა, ეშმაკი არაბი მუსიკოსი აქედანვე იჭერს თადარიგს და თავის ამბიციას საჯაროს ხდის, რათა მტერიც და მოყვარეც შეაგუოს იმ აზრს, რომ არაბული მინდიალი მის გარეშე არ ჩატარდება.
სხვათა შორის, მირიამი საკმაოდ წარმატებული მომღერალია და მისი ცნობადობა არაბეთის ნახევარკუნძულს კარგა ხანია გასცდა. მიუხედავად მკაცრი რელიგიური აკრძალვებისა, ეს ქალბატონი არც თამამი ფოტოების გადაღებას ერიდება და მისი ტან-ფეხ-ბარკალი მთელმა პლანეტამ არაერთხელ იხილა.
http://www.youtube.com/watch?v=39pcODLK4uw







