ჭადრაკი

15:06 | 4.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა ახალგაზრდა მოჭადრაკეებს წარმატება მიულოცა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, პირველ მოადგილესთან ზურაბ აზმაიფარაშვილთან და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად, ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეები ნინო ხომერიკი და გიორგი სიბაშვილი მიიღო და წარმატება მიულოცა.
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ მოჭადრაკეთა მსოფლიო ასაკობრივ ჩემპიონატზე ნინო ხომერიკმა 14-წლამდელებს შორის 1-2 ადგილები გაიყო ინდოელ მოჭადრაკესთან და 9 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იმავე ტურნირზე გიორგი სიბაშვილმამე-6 ადგილი დაიკავა, პრაღაში გამართულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე კი 14 წლამდელთა შორის მე-3 პოზიციაზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი ერგო.
მინისტრმა პირველ მოადგილესთან ერთად, ახალგაზრდა მოჭადრაკეებს წარმატება მიულოცა და სამომავლოდ ჭადრაკის განვითარების საქმეში თანადგომას დაპირდა.

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164398