სხვა

14:39 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრი შვეიცარიაში სპორტულ მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძესთან ერთად საქმიანი ვიზიტით შვეიცარიას ეწვია.

17-19 სექტემბერს ქ. მაკოლინში (შვეიცარია) შვეიცარიის თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით, “გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ” ( EPAშ) ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხიმგებელი მინისტრების რიგით მე-13 კონფერენციას აწყობს.

ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოებისა და EPAშ-ის დამკვირვებელი წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი 50-მდე მინისტრი; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ამ ორგანიზაციის სხვადასხვა სამსახურის მაღალი რანგის პირები; ევროკავშირის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები; სპორტი განვითარებისა და მშვიდობისათვის გაერო-ს ოფისის წარმომადგენლები; საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

არსებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დაცვით, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია ხსენებული კონვენციის ხელმოწერა. მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს სახელით კონვენციაზე ხელმოწერის უფლება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს მიანიჭა.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ორი მთავარი საკითხი – “სპორტის მართვის პროცესში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა” და “სპორტის სფეროში პან-ევროპული თანამშრომლობის პოლიტიკური ასპექტები”.

ასევე, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება საგანგებო ღონისძიება – ახლადმიღებული (2014 წლის 9 ივლისი) “ევროპის საბჭოს კონვენცია სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ” ხელმოწერის ცერემონია.

ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხიმგებელი მინისტრების რიგით მე-13 კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია შემდეგ საკითხებზე: კორუფცია სპორტში და ბრძოლის მექანიზმების გაძლიერება; ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება; საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე სპორტის სხვდასხვა ასპექტში მხარეებს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია; სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა; სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის მიმართ ევროპის საბჭოს განახლებული ხედვა და მიდგომა. უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციაზე დაგეგმილია სხენებულ საკითხებთან დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტებზე მუშაობა და რეზოლუციების მიღება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112037