ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, “მილანმა” გამარჯვების გემო კი გაიხსენა, მაგრამ “როსონერის” “სელტიკის” ძლევა ძვირად დაუჯდა. 3:0 მოგებულ შეხვედრაში ტრავმირები ინასიო აბატემ და რობინიომ მიიღეს.
აბატეს კოჭის მყესები აქვს დაზიანებული. მისი მკურნალობისთვის საჭირო ვადები დადგენილი ჯერ არაა, მაგრამ ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, მარჯვენა მცველს რამდენიმე კვირა უნდა გაუცდეს.
რობინიოს მხრის ტრავმა აქვს. იმის გამო, რომ დაზიანების მიღების დროს, “მილანს” სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, ბრაზილიელმა შემტევმა “სელტიკთან” მატჩი ბოლომდე ჩაატარა. ივარაუდება, რომ რობინიოს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სათადარიგოთა სკამიც რო არ აქ ნორმალური თორე ტრამვები ჩვეული რამე
არ ვარგა გუნდი,შემადგენლობა, რაღაც ვარჯიშებიც არაა შესაბამისი როგოც ჩანს და იმიტომაც იმტვრევა ყველა....ფიზმომზადების მწვრთნელია სავარაუდოდ შესაცვლელი ალეგრისთან ერთად რათქმაუნდა
რობინიო დროზე მოიშორონ კი აჯობებს ნამდვილად
რობინიო თუნდა 120 თვით გამოაკლდეს...
აი აბატე არ არის გამოსაკლები
მართლა დაწყევლილები არიან ესეთი უიღბლო სეზონი ვინმეს ქონდეს ძაან იშვიათია... თამაშებიდან გამომდინარე და ტრავმებიდან გამომდინარეც
დაწყევლილები არიან ტოო ' )) რაარის ეს ; ))