ფეხბურთი

15:15 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” ობი მიკელი და კოული სურს

“მილანის” ხელმძღანელობა ლონდონის “ჩელსის” ორი ფეხბურთელის – ჯონ ობი მიკელისა და ეშლი კოულის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

ობი მიკელს “არისტოკრატებთან” მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს და იტალიელებს მისი გამოსყიდვა მოუწევთ. რაც შეეხება კოულს, ინგლისელის შემთხვევაში საქმე გაცილებით იოლადაა. ვეტერან მცველს ლონდონელებთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

ამგვარად, “მილანი”, რომელიც მარცხენაფლანგელის ძიებაშია, ეშლი კოულს ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112255