Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, თუ უახლოეს პერიოდში არა, სეზონის დასრულებისთანავე “მილანის” ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ კლარენს ზეედორფს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებს.
წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი უკვე ნანობს, რომ გუნდის გაწვრთნა შესაბამისი გამოცდილების არმქონე ზეედორფს ანდო და მის ნაცვლად ფილიპო ინძაგის დანიშვნას გეგმავს, რომელიც მიცემულ მომენტში ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მილანელები მთავარი მწვრთნელის კანდიდატად რობერტო დონადონის ვარიანტსაც განიხილავდნენ, რომელიც “პარმას” მთავარი მწვრთნელია. “მილანს” სერია A-ში ჩატარებული 28 თამაშის შემდეგ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11-ე ადგილზეა.





