ფეხბურთი

11:17 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” პოლის გამოსასყიდად ემზადება

“მილანის” ხელმძღვანელობა “სამპდორიისგან” ნახევარმცველ ანდრეა პოლის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას გეგმავს. იტალიის ნაკრების ჰავბეკი მილანელთა რიგებში გასული წლის ზაფხულიდან იჯარით თამაშობს.

ერთ-ერთი იტალიური სპორტული გამოცემის ცნობით, გენუელები 24 წლის ჰავბეკის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს ითხოვენ. “მილანს” კი ფასის დაკლება სურს.

პოლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებული 36 მატჩია, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც გააკეთა.

0.114074