ფეხბურთი

18:02 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიკელი დროგბას დაბრუნებით გახარებულია

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი, ჯონ ობი მიკელი გუნდში დიდიე დროგბას დაბრუნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოტდივუარელის გადაწყვეტილებამ ძალიან გაახარა.

ნიგერიელი საყრდენის კომენტარს SkySports ავრცელებს:

“თავიდან, დროგბას დაბრუნების შესახებ ინფორმაციები უსარგებლო ჭორებად აღვიქვი, რადგან ეს არარეალური მეგონა. თუმცა, მოგვიანებით დავიჯერე, რომ ეს შეიძლება სინამდვილე ყოფილიყო და როდესაც დიდიეს დაბრუნება გვამცნეს, უბედნიერესი ვიყავი.

იგი შესანიშნავ ფორმაშია და ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს დროგბა არსად წასულა. მას მოედანზე ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ჩვენს გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. დიდიე სახლში დაბრუნდა.” – განაცხადა მიკელმა.

შეგახსენებთ, რომ დროგბა “ჩელსიში” ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. ამ დროის განმავლობაში, კოტდივუარელი ჩინეთისა და თურქეთის ჩემპიონატში გამოდიოდა.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110041
სარეკლამო ადგილი - 99
X x X