ჭადრაკი

16:57 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეწინავეთა რიცხვი გაიზარდა

მეხუთე ტურში  ფრედ დაასრულეს შეხვედრა ერთმანეთში  სატურნირო ცხრილის

ლიდერებმა: ოლეგ კორნეევმა და ლუკა პაიჭაძე. ხოლო, მესამე ლიდერი შოთა აზალაძე ლევან ფანცულაიასთან დამარცხდა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ ,5 ქულა დააგროვეს და 1-6 ადგილებს ინაწილებენ:

 

1.ოლეგ კორნეევი

2.ლუკა პაიჭაძე

3.ლევან ფანცულაია

4.ტიგრან პეტროსიანი

5.მერაბ გაგუნაშვილი

6.გიგა ყუფარაძე

 

8-წლამდე ასაკის გოგონებს ერთპიროვნულად ლიდერობს ანა მაჭარაშვილი, ხოლო ბიჭებში კვლავ, რობერტ მურადიანი ინარჩუნებს მეწინავის პოზიციას.

10 -წლიან გოგონებშიც ლიდერი უცვლელია, 4,5 ქულით თამარ ესაძე  ისევ პირველ  ადგილზეა.

სიტუაცი დაიძაბა 10-წლიან ბიჭებში, სადაც ერთბაშად ექვსმა მონაწილემ დააგროვა 4 ქულა: ნიკოლოზ კაჭარავამ,შოთა ხოდაშნელმა,  მამიკონ ღარიბიანმა, რაფი გაზარიანმა, სადიგ მამადოვმა  და  სამველ ხაჩატრიანმა.

12-წლიან ბიჭებში  4,5 ქულით ცხრილს სათავეში  ლუკა   ობოლაძე ჩაუდგა.  გოგონებში კი, იგივე ქულათა რაოდენობით  ლიდერის პოზიციას ელენე კოსტავა ინარჩუნებს.

www.gcf.org.ge

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176791