კალათბურთი

18:08 | 18.12.2013 | ნანახია 1778 - ჯერ

მეტრეველი იტალიაში გაემგზავრა

სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი (14.01.91, 213სმ), 18 დეკემბერს, გამთენიისას იტალიაში გაემგზავრა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მეტრეველი კარიერას იტალიის მე-3 ლიგის გუნდ “როზეტო შარქსში” გააგრძელებს, სადაც 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. ნიკამ აღნიშნული სეზონი სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “სოხუმში” დაიწყო და ზღვისპირელებთან ერთად დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო.

მეტრეველს იტალიის სხვადასხვა ლიგის გუნდებში, მათ შორის ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “მონტეპასკისში” აქვს ნათამაშები.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:04 | 18.12.2013
fc.chikhura (534)

ტქვენ ვისი ფანკლუბი ხარ. დინამოდან 2 კაცი გყვამს

19:30 | 18.12.2013
zura1504 (214)

რა მაგარი პერსპექტივაა ))), მე მგონი ეს კალათბურთელი აშკარად რეგრესირებს, საწყენია ნამდვილად

18:19 | 18.12.2013
ben10 (575)

და რა მივულცოთ?? ბატონო ლაბუჩიძე იქნებ უკეთესი სიახლეები დაგედოთ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065254
სარეკლამო ადგილი - 99
X x X