ფეხბურთი

0:56 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქის მოლოდინში...

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ანდორის “ლუსიტანოსსა” და ფარერების “სტრეიმურს” შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.

ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა გუშინ ანდორაში გაიმართა და ფრედ – 2:2 დასრულდა. ლუსიტანოსის ფეხბურთელმა, კრისტიან მარტინესმა 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხუთ წუთში კი საკუთარი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა.

დაპირისპირების 62-ე წუთზე ანდორის ჩემპიონს მესამე ბურთის გატანის საშუალება ჰქონდა – “სტრეიმური” მოედანზე კაცნაკლული დარჩა, საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევის გამო, მსაჯმა მოედნიდან გერტ ჰანსენი გააძევა, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა კი ბრუნინიომ გააცუდა.

სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა მატჩის 67-ე წუთზე შეამცირეს, არნბიორნ ჰანსენის გოლი შეხვედრაში გარდამტეხი გამოდგა... შეხვედრის 69-ე წუთზე ათკაციანმა “სტრეიმურმა” სტუმრად მეორე გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა – საკუთარი გუნდი მარცხისგან ლევი ჰანსენმა იხსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

საპასუხო შეხვედრა, რომელიც “დინამოს” მომავალ მეტოქეს გამოარკვევს, 9 ივლისს ფარერებზე შედგება.

 

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ლუსიტანოსი – სტრეიმური 2:2 (2:0)

ლუსიტანოსი: რიკარდო ფერნანდესი, ბრიტო, ოსკარი, პინეირო, მასიელი, მარტინესი, ბრუნინიო, სანჩესი, ხიმენესი (ზარიო, 87), ლუის დოს რიესი (პედრო რეისი, 59), მაჩადო (სუარესი, 82).

სტრეიმური: განგო, იაკობსენი, ბო, ნილსენი, დურჰუსი, დანიელსენი, ლევი ჰანსენი, სამუელსენი, დამი, გერტ ჰანსენი, ზახარიასენი (არნბიორნ ჰანსენი, 46), დანიელსენი (ნიკლასენი, 90+2)

გოლები: 1:0 მარტინესი (24, პენ.), 2:0 მარტინესი (29), 2:1 არნიორნ ჰანსენი (67), 2:2 ლევი ჰანსენი (69, პენ.).

გაცუდებული პენალტი: ბრუნინიო (62).

გაფრთხილება: ოსკარი, პინეირო, სანჩესი – ბო, დამი, გერტ ჰანსენი, ზახარიასენი.

გაძევება: გერტ ჰანსენი.

www.fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127659