ფეხბურთი

23:29 | 9.09.2013 | ნანახია 1949 - ჯერ

„მეტალურგმა“ „სიმურგთან“ 1:1 ითამაშა

 

რუსთავის „მეტალურგი“ სანაკრებო პაუზას აქტიურად იყენებს. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩამდე გუნდმა ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანული ზაქათალის „სიმურგთან“ გამართა.

მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარში ანგარიში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა „სიმურგმა“ გახსნა, რამდენიმე წუთში კი „მეტალურგმა“, კერძოდ კი, გოგა ფიფიამ გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – 1:1.

გელა სანაიამ ტაიმებში განსხვავებული შემადგენლობა გამოიყვანა. დღევანდელი თამაში გამოტოვა „მეტალურგის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ. როგორც მოგეხსენებათ რუსთაველთა ნახევარმცველი საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად იმყოფება. ნაკრები 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს მართავს. დღევანდელ შეხვედრაში სანაიამ თავის გამოჩენის საშუალება „მეტალურგის“ დუბლებიდან რამდენიმე ფეხბურთელს მისცა. 

პირველი ტაიმი: ბედიაშვილი, მახვილაძე, კაკუბავა, ორბელაძე, სუხიაშვილი, გოგინაშვილი, გეწაძე, კორღალიძე, გურეშიძე, დობროვოლსკი, ბერიაშვილი. 

მეორე ტაიმი: შერმადინი, მაისაშვილი, ექვთიმიშვილი, საჯაია, კაკულია, რაზმაძე, ქავთარაძე, ხაბელაშვილი, ფიფია, სიხარულიძე, ვასაძე.

და კიდევ, „მეტალურგის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პირველ წრეში „ფოლადის“ სტადიონზე გასამართ შეხვედრებზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება.. საქართველოს ფეხბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უახლოეს ოთხ საშინაო მატჩზე ყველა გულშემატკივარი სტადიონზე შესვლას უფასოდ შეძლებს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში გუნდი ქვედა ექვსეულში მოხვდა, რის გამოც სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ახალი სეზონის დაწყებამდე კი გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორცილდა. წლეულს „მეტალურგი“ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას გეგმავს, რაშიც გულშემატკივართა როლი ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.

საფეხბურთო კლუბ "მეტალურგის" პრესსამსახური


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:52 | 10.09.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

არადა დასწრებით პირველი იყო მეტალურგი 2-3 წლის წინ ისე ბილეთებს არც ადრე ვყიდულობდით და აზრი? D

08:45 | 10.09.2013
Becks23 (1117)

მეტალურგში ძალიან მომწონს კირკიტაძე ეგ ბიჭი ნაკრებს გამოადგება დიდი მომავალი აქვს.

01:39 | 10.09.2013
THUG_LIFE (6436)

ისედაც უფასოდ შევდიოდით ხოლმე

01:00 | 10.09.2013
SHANSO. (3080)

სიმგურა O_O

01:01 | 10.09.2013
SHANSO. (3080)

თუ სიმურგი რა მნიშვნელობა აქ

00:52 | 10.09.2013
maradonna (4306)

მიდი რუსთავი მიდი

00:16 | 10.09.2013
დროგბა (16450)

წარმატებები

23:45 | 09.09.2013
Slovan Bratislava (626)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

მალაცი

0.067067