ფეხბურთი

19:52 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მეტალურგის" ამბები: ჯერჯერობით, არაფერი სასიკეთო

რუსთავის "მეტალურგს" რომ ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეუმცირდა, ეს ჯერ კიდევ ახალ წლამდე იყო ცნობილი. კლუბის დირექტორმა ზაზა დოლიძემ გვაცნობა ინტერვიუში. საქმე უკეთესობისკენ არ წასულა და ვარლამ კილასონიას გუნდს ზედიზედ გამოაკლდნენ ფეხბურთელები.

"გეწაძესა და კორღალიძეს კონტრაქტი დაუმთავრდათ. თანხა არ ჰქონდა კლუბს და შესაბამისად, ახალი კონტრაქტი ვერ შესთავაზა. კიდევ, ორბელაძეს, ტუღუშს, მაისაშვილსა და კაკუბავას მართალია ხელშეკრულება ჰქონდათ, მაგრამ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გაწყდა. ასე რომ, 6 ფეხბურთელია წასული და კიდევ რამდენიმეს დარჩენა-არდარჩენაზეა საუბარი. ჯერჯერობით, ერთი ფეხბურთელია მოყვანილი: ნახევარმცველი ვალერი კილასონია" – უთხრა "მსოფლიო სპორტს" "მეტალურგის" პრესატაშე თამარ დაჩიბერაძემ.

"მეტალურგი" 10 იანვარს იკრიბება და სანამ ყველა წამსვლელის ვინაობა არ გაირკვევა, ახალი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებენ. 

0.120515