ფეხბურთი

13:02 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ქართველი ნალჩიკის “სპარტაკში”

 

ნალჩიკის “სპარტაკს”, რომელიც რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში ასპარეზობს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეემატა.

ნალჩიკელებმა 20 წლის მცველი გიორგი ჯიქია დაიმატეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და აქამდე, მოსკოვის “ლოკომოტივი 2”-ის კაპიტანი იყო. ამ გუნდის შემადგენლობაში მან მიმდინარე სეზონში რუსეთის მე-2 დივიზიონში 20 მატჩი ჩაატარა  და ერთი გოლი გაიტანა.

ჯიქია ჯერ “ანჟიში” ისინჯებოდა, სადაც არ დაიტოვეს, ხოლო შემდეგ ნალჩიკური გუნდს მიაშურა და კარიერას “სპარტაკში” გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ყაბარდო-ბალყარულ კლუბში ფორვარდი დავით სირაძე და ნახევარმცველი გუჯა რუხაია გამოდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116889