ანტალიაში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთი ტურის თავზე, ექვსივე ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე ასეულობით მოჭადრაკეს შორის, ქულათა მაქსიმუმით ცხრა მონაწილეღა ირჯება, რომელთა შორის ერთი ქართველიცაა – 16 წლამდე გოგონათა ტურნირში მერი არაბიძემ (2254) მიჯრით მეხუთე პარტია მოიგო და პერუელ კორისთან (2374) ერთად გალიდერდა.
განვლილ სათამაშო დღეს არაბიძე თანამემამულე ნაზი პაიკიძეს (2257) დაუპირისპირდა და რეიტინგით მცირედით მაღლა მდგარ მეტოქეს შავი ფიგურებით სძლია, რისი წყალობითაც ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა.
მე-6 ტურში ცენტრალური ლიდერების – კორისა და არაბიძის შეხვედრა იქნება, სადაც თეთრებით პერუელი გოგონა გაირჯება.
მოწინავეთა შორის გაერია ანა კუჭავაც (1932), რომელმაც კოლუმბიელ კასტრილონს (2076) სძლია და 14-წლამდელთა ტურნირში თავი 4.5 ქულას მოუყარა. ქართველის დარი მონაგარი ებრაელ ეფრიომსკის (2150), ყაზახ სადუაკასოვას (2084), უნგრელ კაბაისა (2061) და ფრანგ აფლალოს (2036) გააჩნიათ.
დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, კუჭავა მე-4 პოზიციაზე გახლავთ. მომდევნო ტურში ანა შავი ფიგურებით 4 ქულის მქონე ამერიკელ კაცს დაუპირისპირდება.
საპრიზო ადგილებზე გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს დავით ბენიძე (2450). 18-წლამდელთა ტურნირის მე-5 ტურში ქართველმა მოჭადრაკე შავი ფიგურებით გერმანელ ბოგნერს (2504) დაუზავდა და 4 ქულა მოუგროვდა.
ბენიძე ლიდერთა ოთხეულს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება, მე-6 ტურში კი თეთრებით ჩეხ კრეიჩის (2458) დაუპირისპირდება.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და 22 ნოემბერს დასრულდება.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში. ანტალია (თურქეთი). 12-22 ნოემბერი. 5 ტურის შემდეგ
8-წლამდე
ბიჭები
34. დავით კამკია – 3 ქულა
55. ლუკა ობოლაძე – 3
76. დაჩი დოგვანი – 2
გოგონები
18. გვანცა მარგველაშვილი – 3.5
20. ელენე კოსტავა – 3.5
10-წლამდე
ბიჭები
82. ირაკლი ახვლედიანი – 2.5
96. ჯონი გოგოხია – 2
გოგონები
6. თეა ჭოლაძე – 4
24. ნინო დახუნდარიძე – 3
31. ნინო ჯალაღონია – 3
12-წლამდე
ბიჭები
51. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი – 3
94. ირაკლი კელეპტრიშვილი – 2
გოგონები
26. ნინო ხომერიკი – 3
14-წლამდე
ბიჭები
15. ირაკლი ბერაძე – 3.5
გოგონები
4. ანა კუჭავა – 4.5
26. ანა შამათავა – 3
27. ნანი უნაფქოშვილი – 3
36. ლიკა კობეშავიძე – 3
16-წლამდე
ბიჭები
18. ზურაბ ჯავახაძე – 3.5
46. გიორგი ნიკოლაშვილი – 3
გოგონები
2. მერი არაბიძე – 5
7. მარიამ დანელია – 4
12. ნაზი პაიკიძე – 3.5
67. მარიამ სულამანიძე – 2
83. დეა ჩაკვეტაძე – 1.5
18-წლამდე
ბიჭები
5. დავით ბენიძე – 4
გოგონები
12. სოფიკო გურამიშვილი – 3.5
21. ქეთი წაწალაშვილი – 3
დათო მანჯავიძე







