საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა ყაზახეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩიც წააგო - 2:3.
ოთხშაბათს, სპორტკომპლექს “არენა 1”-ში გამართული მატჩის მე-2 წუთზე ყაზახებმა ანგარიში ლეონარდო მენდონკას დარტყმის მერე გახსნეს, ხოლო 27-ე წუთზე ალექსეი ლოპატნიუკმა მეტოქის კარი მეორედ აიღო.
გიორგი ტიკურიშვილმა 33-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, ხოლო 36-ე წუთზე თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, მასპინძლებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და თამაშის დასრულებამდე 8 წამით ადრე დინმუხამედ სულეიმანოვმა ყაზახებს მოაგებინა.