კალათბურთი

17:55 | 21.05.2013 | ნანახია NaN - ჯერ

მეორე მატჩის წინ

 

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალური სერიის მეორე მატჩის დაწყებამდე “ოლიმპისა" და “შსს აკადემიას” მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “გუშინ პირველი შეხვედრა გავმართეთ, რომელიც ორივე გუნდისთვის საკმაოდ რთული იყო. დღეს დილიდან გავაანალიზეთ ვიდეო, შევიმუშავეთ სტრატეგია და ვნახოთ, რა მოხდება თამაშში”.

გიორგოს კეცელიდისი (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): “თუ ვინმეს გგონიათ, რომ მწვრთნელობა ადვილი საქმეა, ძალიან ცდებით. ამაში გიაც დამეთანხმება. როგორც უნდა გქონდეს გუნდი დაკომპლექტებული, ის, რომ ფინალში ეს ორი გუნდია, ეს მწვრთნელების დიდი დამსახურებაა. შეგვხედეთ, თავზე თმაც აღარ დაგვრჩა. გია ჩემზე ახალგაზრდაა და შედარებით შერჩა. დღეს დილის 6 საათზე ავდექი ვიდეოების და გუნდის შეცდომების გასაანალიზებლად. თუ თქვენ კმაყოფილები ხართ ჩემი ლეგიონერების თამაშით, ამისთვის დიდი მადლობა ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელ დავით არეშიძეს, მაგრამ მე უკმაყოფილო ვარ მათი თამაშით და მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული”.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.096054