ჭადრაკი

3:17 | 23.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

მეორე მარცხი პლოვდივში

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ქართულმა კლუბმა “სამაიამ” ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
“სანკტ პეტერბურგთან” მტკივნეული წაგების შემდეგ, ქართველი მოჭადრაკეები ვერც კიდევ ერთ რუსულ კლუბ “გიპრორეჩტრანსს” გაუმკლავდნენ და 1.5:2.5 დამარცხდნენ.
შედეგად, “სამაიას” 7 ქულა შერჩა და 14 მონაწილეს შორის მე-7 ადგილამდე დაქვეითდა. ჩემპიონობის საუკეთესო შანსი მონაკოს “მონტე კარლოსა” და ხსენებულ “სანკტ პეტერბურგს” აქვთ, რომელთა აქტივშიც 9-9 ქულაა.
ბოლო მე-7 ტურში “სამაია” ბელგრადის BAS-ს ეთამაშება, რომლის მონაგარიც 6 ქულაა.

ევროპის მე-15 საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. პლოვდივი (ბულგარეთი). 16-24 ოქტომბერი

მე-6 ტური
“გიპრორეჩტრანსი” (რუსეთი, 6) – “სამაია” (საქართველო, 4) 2.5:1.5

ნატალია ჟუკოვა (2499) – მაია ჩიბურდანიძე (2500) 0.5:0.5
ლელა ჯავახიშვილი (2451) – ბატხუაგ მუნგუნტაალი (2412) 1:0
ელენა ზაიაცი (2407) – სალომე მელია (2439) 1:0
ნინო ხურციძე (2435) – მარია ფომინიხი (2305) 0:1

AVS (რუსეთი, 2) – “სანკტ პეტერბურგი” (რუსეთი, 3) 1:3
“მიკა” (სომხეთი, 5) – “მონტე კარლო” (მონაკო, 1) 1:3
“ლოკომოტივ 2000” (ბულგარეთი, 11) – “აშდოდი” (ისრაელი, 9) 2:2
“ფიშერ ჩიეტი” (იტალია, 10) – “ვოლკსბანკ ჰალე” (გერმანია, 8) 1:3
BAS (სერბეთი, 7) – “კომარნო” (სლოვაკეთი, 13) 3.5:0.5
“ჰერცლია” (12) – “ოსლო” (ნორვეგია) 3:1

სატურნირო მდგომარეობა
9 – ”მონტე კარლო”, ”სანკტ პეტერბურგი”;
8 – ”გიპრორეჩტრანსი”, AVS;
7 – ”მიკა”, ”ლოკომოტივ 2000”, ”სამაია”;
6 – BAS, ”ვოლკსბანკ ჰალე”;
5 – ”ჰერცლია”;
4 – ”აშდოდი”, ”ფიშერ ჩიეტი”;
2 – ”კომარნო”, ”ოსლო”;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.051688