22:05 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მენაბდიშვილის დუბლი და მალაღურაძის პირველი ლელო

 

საფრანგეთის მორაგბეთა მესამე, ნახევარდპროფესიულ “ფედერალ 1”-ის მეორე ტურში გიორგი მენაბდიშვილმა ორი, ხოლო ლაშა მალაღურაძემ ერთი ლელო გაიტანა.

მენაბდიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ტულემ” “ნევერს” უმასპინძლა და 29:37 დამარცხდა, თუმცა, ქართველ ლეგიონერს ამაში ბრალი არ მიუძღვის. 24 წლის ბურჯმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 50 წუთი გაატარა, ტაიმის ბოლოს პირველი ლელო გაიტანა და გარდასახვის შემდეგ ჩამორჩენა 3 ქულამდე დავიდა, 45-ე წუთზე კი მეორედ გადაკვეთა სტუმართა ჩათვლის მოედნის ხაზი და ანგარიში 15:20 გახადა. მასპინძლებმა სულ 4 ლელო გაიტანეს და ამდენივე გაუშვეს, მაგრამ “ნევერთან” შედარებით ჯარიმები და გარდასახვები ცუდად შეასრულეს და უქულოდ დარჩნენ. ნატრიაშვილი განაცხადში არ იყო. “ტულე” ორი თამაშის შემდეგ 4 ქულით მე-7 ადგილზეა.

პირველ ჯგუფში ორივე თამაში მოიგო და 8 ქულით მეორე პოზიციაზეა რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის “მონლუსონი”, რომელმაც გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “ბერჟერაკი” 32:21 დაამარცხა. გიგაურმა შუამარბად სრულად ითამაშა, მოდებაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა ჟღენტი, მაგრამ 23-ე წუთზე დაშავდა და ის გაბელიამ შეცვალა. 50-ე წუთისთვის მასპინძლები 29:7 იგებდნენ, ერთის წილ ოთხი ლელო ჰქონდათ გატანილი და პრემიალური ქულის აღებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მერე ორი ლელო თავად გაუშვეს და ბოლოს მეტოქისთვის ქულა იქით რომ არ გაეტანებინათ არეკნით უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდეს. “ბერჟერაკი” 1 ქულით მე-9 ადგილზეა.

გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილი” ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის “ლიმოჟს” დაუზავდა - 28:28. ჩხაიძემ შერკინების ფლამკერად სრულად ითამაშა, ხოლო სორდია თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა განაცხადში მხოლოდ კაზალიკაშვილი იყო და მან პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა. “ლიმოჟი” 6 ქულით მესამე ადგილზეა, “ლილს” 2 ქულა აქვს და მერვე საფეხურზეა.

თედო ზიბზიბაძისა და გიორგი ოზგებაშვილის “პერიგომ” ავთო კოპალიანის “ბობინი” 27:13 დაამარცხა. კოპალიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ოზგებაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო. “პერიგო” 4 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო “ბობინი” მას 1 ქულით და ერთი ადგილით უსწრებს. ირაკლი ნინიძის “ლორმონი” ასევე 5 ქულით მეოთხეა. ქართველის გუნდმა “ლიბურნი” 35:21 დაამარცხა. ნინიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და საათის თავზე შეცვალეს.

მეორე ჯგუფს 9 ქულით ნოდარ ჭეიშვილის “ლა სეინი” ლიდერობს, რომელმაც თემურ გელანტიას “ტრიკასტინი” პრემიალური ქულით 48:12 დაამარცხა. ჭეიშვილი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს. გელანტია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

8-8 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილს იყოფენ საბა ქართველიშვილის “შამბერი” და გურამ კავთიძის “მაკონი”. პირველმა “შალონი” 20:13 დაამარცხა და ქართველიშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო. ორ წუთში “შამბერიმ” ლელო-გარდასახვა გაუშვა და 7:13 ჩამორჩა, მაგრამ 55-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, 66-ეზე ლელო-გარდასახვით წინ გავიდა, ხოლო ორიოდე წუთში ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. “მაკონიმ” “ლა ვულტს” სტუმრად 19:14 აჯობა და კავთიძე შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა. სტუმრებმა ტაიმი 16:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ერთი ჯარიმის პასუხად ლელო და სამი ჯარიმა მიიღეს და 4 ქულა ბრძოლაში მოიპოვეს.

გიორგი სულუაშვილის “ბურგ ან ბრესი” ქართველი ლეგიონერის გარეშე “რომანს” დაუზავდა - 12:12. შეხვედრა უხეში გამოდგა, მე-6-ე წუთზე რეფერიმ ორივე გუნდის მორაგბე გაასინბინა, ხოლო მე-13-ე წუთზე მასპინძელთა ერთი და სტუმართა ორი მორაგბე წითელი ბარათით გააძევა. 26-ე წუთზე წითელი ბარათი “რომანის” კიდევ ერთმა მორაგბემ მიიღო, ხოლო მეორე ტაიმში ყვითელი ბარათით მასპინძელთა ორი მორაგბე დაისაჯა. მოკლედ, “ბურგ ან ბრესმა” ორკაცნაკლულ მეტოქეს ვერ აჯობა და 6 ქულით მეოთხე ადგილზეა.

გიორგი ჯაშიტაშვილისა და მიხეილ გაჩეჩილაძის “კარკერანი” “ობნასთან” 0:32 დამარცხდა და 1 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა. გაჩეჩილაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების შემკვრელად პირველი ტაიმი ითამაშა.

მესამე ჯგუფში დევი დათუნაშვილისა და ტარიელ დონაძის “როდეზიმ” “სენტ ნაზერი” 28:17 დაამარცხა და ორიდან ორი მოგებით (8 ქულა) მეორე ადგილზეა. დონაძემ შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა.

მეოთხე ჯგუფში ლაშა მალაღურაძემ მიმდინარე სეზონში ლელოების ანგარიში გახსნა, მისმა “ბანიერმა” კი ბექა ბურდიაშვილის “გროლე” პრემიალური ქულით - 41:14 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მგეზავი სასტარტო შემადგენლობაში იყო დაშუამარბად თამაშობდა, 22-ე წუთზე სინბინით დაისაჯა, ხოლო 55-ე წუთზე მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ჩათვლის მოედნამდე ირბინა. გარდასახვის შემდეგ ტაბლოზე 31:0 დაფიქსირდა, თუმცა ორი წუთის ინტერვალში გაშვებულმა ორმა ლელომ (67-ე და 69-ე წუთებზე) მასპინძელთა გეგმები არია და მათ მათ მეხუთე, პრემიალური ლელოს გატანა 72-ე წუთზე შეძლეს. მალაღურაძე 76-ე წუთზე შეცვალეს. “ბანიერი” 9 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “გროლე” 2 ქულით ბოლოდან მეორე საფეხურზეა.

თორნიკე ლომიძის “ოშიმ” სიმონ მაისურაძის “ვალანსი” 23:6 დაამარცხა. ლომიძეთამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, მაისურაძესასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ მოგვიანებით კვლავ დაბრუნდა მოედანზე და 76-ე წუთზე მეტოქის მორაგბესთან ერთად გაასინბინეს. “ოში” 8 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ვალანსი” 4 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

ვახტანგ მაისურაძის, ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსს” ლადო გუნიავას “აგდესთან” უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო.


Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/pages/article2.php on line 454

Fatal error: Uncaught TypeError: count(): Argument #1 ($value) must be of type Countable|array, null given in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/pages/article2.php:463 Stack trace: #0 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php(921): include() #1 {main} thrown in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/pages/article2.php on line 463