თამაშგარე

12:08 | 26.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

მელისა სატა კრისტიან ვიერის მისტირის

მექალთანეობით სახელგანთქმული იტალიელი ფეხბურთელის, კრისტიან ვიერის ყოფილმა საყვარელმა მელისა სატამ, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, აღიარა, რომ კრისტიანი მის გულში დიდ ადგილს იკავებს და ვიერისთანა მამაკაცი აქამდე არასოდეს შეხვედრია. მელისა და იტალიელი ფეხბურთელი დღეს ოფიციალური საყვარლები აღარ არიან, მაგრამ როდესაც ვიერი რაიმე საქმეზე შტატებში ჩადის, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ თავისი ძველი გულისსწორი არ მოინახულოს.
მელისა სატამ ვიერისთან უკონფლიქტო განშორების შემდეგ არაერთი მამაკაცი გამოიცვალა. მათ შორის, რამდენიმე ცნობილი ადამიანიც იყო, მაგრამ ეს ქალი აღიარებს, რომ ყველა კაცს “ბობოს“ ადარებს და მისი მსგავში შესაძლებლობის კაცი იშვიათია. მელისა დღეს ერთ-ერთ ამერიკულ კინოკომპანიაში მოღვაწეობს და მეორეხარისხოვანი კინოროლების შემსრულებელი მსახიობის ამპლუით კმაყოფილდება.
რაც შეეხება “სკუადრა აძურას“ ყოფილ ფორვარდს... ვიერი მარადიული მექალთანეობის პარალელურად, ბოლო დროს ნამეტანი გაიტაცა აზარტულმა თამაშებმა. “ბობოს“ განსაკუთრებით პოკერის თამაში ჰყვარებია და პოკერის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა. ვინც ამ კაცს კარგად იცნობს დაგვეთანხმება, რომ ვიერი აზარტული რომ არ ყოფილიყო გასაკვირი ალბათ სწორედ ეს იქნებოდა...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16446